საკურორტო ადგილები:
საგურამო _(პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი)
ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია _ (პროფილაქტიკური).
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
დაცული ტერიტორიები:
საგურამოს ნაკრძალი_ უკავია 5300 ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე_მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს “კოლხური ტყის კუნძულია”, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები_ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი.
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
ბუნებრივი ძეგლები:
ჭერმის კლდეები -მცხეთის რნ-ი, სამხედრო გზა, თბილისიდან მე-17 კმ-ზე, სოფლებს მუხადგვერდსა და დიღომს შორის. ზღ-ის დონიდან 550-600მ. სიმაღლეზე.
მტკვრის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული ფაქტორების შემოქმედების შედეგად წარმოქმნილია თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება `ჭერმის კლდეები~ მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც არსებობდა წინათ ამ ადგილზე.
ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა (სიგანე 3,2მ, სიმაღლე – 2,6მ თაღის სისქე -0,7-1მ)რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში `ჩაკიდულის~ სახელითაა ცნობილი. იქვეა რამოდენიმე ქვაბისებური ფორმის ჩაღრმავება, რომელთა დიამეტრიც 0,5-1,5მ უდრის. ცოტა მოშორებით, მშრალ ხევში შენახულია 3მ სიგრძის ბუნებრივი ხიდი. არის სხვა უცნაური წარმონაქმებიც. წყლისა და ქარის მიერ არკზული ქვიშაქვის დაშლით და მარცვლების გადატანით.
მისასვლელი: თბილისიდან 17 კმ-ის დაშორებით, სამხედრო გზიდან ადის ბილიკი.
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
ენდემური ჯიშები:
არმაზის შვიდანწლა _ აღმოსავლეთ საქართველოს ენდემი. დაბალტანიანი ხე ან ბუჩქი. გვხვდება მხოლოდ არმაზის ხეობაში.
ქართული თხილი _ კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეულის იშვიათი რელიქტია. გვხვდება მცხეთაში_მართაზის ხეობაში.
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
სატყეო მეურნეობა:
მცხეთის სატყეო მეურნეობა, ფართობი 2800 ჰა
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
ძირითადი მდინარეები :
მტკვარი, არაგვი, ქსანი
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
ქედები:
სხალტბის, საგურამოს, თრიალეთის, საწკეპელის, მსხალდიდის, ქართლის.
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
ცხოველთა სამყარო:
ძუძუმწოვრები: შველი, გარეული ღორი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა წავი, ზაზუნა.
ფრინველები: კაკაბი, მწყერი, გარეული მტრედი, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი, ბეღურა.
თევზები: ქაშაყი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, გველანა, კობრი
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
გადმოსახედი ადგილები:
ჯვარის ტაძრის ტერიტორია , ზედაზენი, ბაგინეთი.
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
კარვის გასაშლელი ადგილები:
” სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა)
” თეატრონის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა)
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
საპიკნიკე ადგილები:
” ჯვრის ასახვევთან ნაძვნარში (მცხეთის რ-ნი)
” ქ. მცხეთა წმ. დემეტრეს სახ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
” ქ. მცხეთა თეატრონის მიმდებარე ტერიტორია
” ზედაზნის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია – `ნადარბაზევი~ (დიდგორის საცდელი-საჩვენებელი მეურნეობის ტერიტორია)
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
ტურისტული ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები
” ქ. მცხეთა. მცხეთის რაიონის გამგეობის წინ, გ.ბუბუტეიშვილის სახლის წინ მოედანზე, ავტოსადგომზე.
” ქ. მცხეთა. სამთავროს მონასტრის წინ , ავტოსადგომზე.
” ქ. მცხეთა. მუზეუმის წინ, მოედანზე.
” ქ.მცხეთა, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე
” ნატახტარი, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია.