მცხეთის რაიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები

ტერიტორია _ 805,5 კვ.კმ. მოსახლეობა _ 65,2 ათასი მოსახლე. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა: +25,+35◦, ზამთრის საშუალო ტემპერატურა: _1,_10◦

რაიონული და რეგიონის ცენტრი _ ქ. მცხეთა. (7,7 ათასი მოსახლე).

საკურორტო ადგილები:

საგურამო, კარსანი_(პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი)

ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია_(კლიმატური, პროფილაქტიკური).

დაცული ტერიტორიები;

საგურამოს ნაკრძალი_უკავია 5300 ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე_მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს “კოლხური ტყის კუნძულია”, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები_ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი.

ბუნებრივი ძეგლები:

ჭერმის კლდეები-მდებარეობს მცხეთის რნ-ში, სამხედრო გზაზე, თბილისიდან მე-17 კმ-ზე, სოფლებს მუხადგვერდსა და დიღომს შორის. ზ.დ. 550-600მ. მტკვრის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული ფაქტორების შემოქმედების შედეგად წარმოქმნილია თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება `ჭერმის კლდეები~ მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც არსებობდა წინათ ამ ადგილზე. ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა (სიგანე 3,2მ, სიმაღლე – 2,6მ თაღის სისქე -0,7-1მ) რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში `ჩაკიდულის~ სახელითაა ცნობილი. იქვეა რამოდენიმე ქვაბისებური ფორმის ჩაღრმავება, რომელთა დიამეტრიც 0,5-1,5მ უდრის. ცოტა მოშორებით, მშრალ ხევში შენახულია 3მ სიგრძის ბუნებრივი ხიდი. არის სხვა უცნაური წარმონაქმებიც. წყლისა და ქარის მიერ არკზული ქვიშაქვის დაშლით და მარცვლების გადატანით. მისასვლელი: თბილისიდან 17 კმ-ის დაშორებით, სამხედრო გზიდან ადის ბილიკი.

ენდემური ჯიშები:

არმაზის შვიდანწლა_აღმოსავლეთ საქართველოს ენდემი. დაბალტანიანი ხე ან ბუჩქი. გვხვდება მხოლოდ არმაზის ხეობაში.

ქართული თხილი_კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეულის იშვიათი რელიქტია. გვხვდება მცხეთაში_მართაზის ხეობაში.

სატყეო მეურნეობა:

მცხეთის სატყეო მეურნეობა, ფართობი 2800 ჰა

ძირითადი მდინარეები : მტკვარი, არაგვი, ქსანი

ქედები: სხალტბის, საგურამოს, თრიალეთის, საწკეპელის, მსხალდიდის, ქართლის ქედი.

ცხოველთა სამყარო:

ძუძუმწოვრები: შველი, გარეული ღორი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა წავი, ზაზუნა.

ფრინველები: კაკაბი, მწყერი, გარეული მტრედი, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი, ბეღურა.

თევზები: ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, გველანა, კობრი

გადმოსახედი ადგილები:

ჯვარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია

ზედაზენის მიმდებარე ტერიტორია

კარვის გასაშლელი ადგილები:

სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა)

თეატრონის მიმდებარე ტერიტორია Q(ქ. მცხეთა)

ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (საგურამო)

საპიკნიკე ადგილები:

ჯვრის ასახვევთან ნაძვნარში (ზაჰესთან)

ქ. მცხეთა წმ. დემეტრეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია

ქ. მცხეთა თეატრონის მიმდებარე ტერიტორია

ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია – `ნადარბაზევი~

ტურისტული ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები

ქ. მცხეთა. რესტორან `ძველი მცხეთის~ წინ ავტოსადგომზე

ქ. მცხეთა. სამთავროს მონასტრის წინ, ავტოსადგომზე

ქ. მცხეთა. მუზეუმის წინ, მოედანზე

ქ.მცხეთა. თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე

ნატახტარი. აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია

კულტურის ძეგლები:

ქ. მცხეთა. ძველი ქალაქის უბნები: არმაზციხე – ბაგინეთი–ქართლის სამეფო რეზიდენცია ახ.წ. I-V სს; ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია_ახ. წ. I_V სს. აბანო- ძვ. წ. აღ. IV – ახ. წ. ა. IV საუკუნეები.

ბებრის ციხე – ადრე შუა საუკუნეები.

სვეტიცხოვლის ანსამბლი: გუმბათიანი ტაძარი, აშენებულია 1010-1029 წლებში.

სამთავრო- გუმბათიანი ეკლესია IX-XI სს, სამთავროს სამაროვანი-ძვ.წ IIIათასწ.

წმ. ნინოს გუმბათიანი ეკლესია – V-VI სს.

ანტიოქიის ეკლესია – V-VI სს.

მცხეთის ჯვრის ტაძარი – VI-VII სს.

მცხეთის აკლდამა – I-II სს.

შიომღვიმე–სამონასტრო ანსამბლი: გუმბათიანი ეკლესია VI ს. დიდი ტაძარიXIIს.

ზედაზენი–სამონასტრო ანსამბლი: ეკლესია VII-IX სს. ციხე შუა სს.

ძალისის ნაქალაქარი – ძვ. წ. ა. II – ახ.წ.ა. VII სს.

წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია–სამნავიანი ბაზილიკა V-VI სს. გუმბათიანი ეკლესია შუა სს.

მუხრანი ციხე-გალავანი XIII ს. ორი ეკლესიით. სასახლე XIX ს.

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია. XII ს.

მუზეუმები:

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. (ქ.მცხეთა)

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმი. (საგურამო)

ღია მუზეუმები:

ბაგინეთი _ ქართლის სამეფო რეზიდენცია

ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია

სამთავროს სამაროვანი

ძალისის ნაქალაქარი

მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

ქ.მცხეთა, არსუკიძის ქ.3

ტელ:+995 32 51 21 28

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.