დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: 3300, ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 54
ტელეფონი: (+995 2732) 23 60, (+995 99) 22 31 81
მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, 9.30 სთ-დან – 19 სთ-მდე
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისთვის – 0,40 ლ., ბავშვებისთვის – უფასო, სტუდენტებისთვის – 0,10 ლ., საექსკურსიო მომსახურება – 2ლ.
აღწერა:
ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითად ნაწილს შეადგენს საქართველოს პირველი დედაქალაქის -მცხეთისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, შემთხვევით მონაპოვარი და შეძენილი მოძრავი ძეგლები (ქრონოლოგიური ჩარჩოები: ძვ.წ. აღ. IV ათასწლეული – ახ. წ. X-XII სს.), საფონდო მასალიდან გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი კოლექცია: ბრინჯაო ადრერკინის ხანის ლითონმქანდაკებლობისა და სამეთუნეო ნაწარმის ძეგლები, ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები. ცალკე აღსანიშნავია გვიანანტიკური ხანის ბერძნულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები არმაზციხიდან და ანტიოქიის ტაძრის ტერიტორიიდან.
დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 40 ჰა, საექსპოზიციო: – 462.46 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 30 000-მდე ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: სსიპ 2006 წლიდან
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
პარტნიორი ორგანიზაციები:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მცხეთის ხელოვნების ცენტრი, კაიროს ეგვიპტის მუზეუმი
სპონსორები და მეცენატები: ს.ს. სარაჯიშვილი და კომპანია, ს.ს. ქსნის მინის ტარის ქარხანა, ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”, მცხეთის რაიონის გამგეობა და მერია, შპს ”მუხრანის ველი”.