საკურორტო ადგილები:

Posted in სხვა on March 11, 2010 by mtskheta

საგურამო _(პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი)

ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია _ (პროფილაქტიკური).
Read more »

მცხეთის რაიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები

Posted in ისტორიული ძეგლები on February 5, 2010 by mtskheta

ტერიტორია _ 805,5 კვ.კმ. მოსახლეობა _ 65,2 ათასი მოსახლე. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა: +25,+35◦, ზამთრის საშუალო ტემპერატურა: _1,_10◦

რაიონული და რეგიონის ცენტრი _ ქ. მცხეთა. (7,7 ათასი მოსახლე).

საკურორტო ადგილები:

საგურამო, კარსანი_(პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი)

ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია_(კლიმატური, პროფილაქტიკური).

დაცული ტერიტორიები;

საგურამოს ნაკრძალი_უკავია 5300 ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე_მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს “კოლხური ტყის კუნძულია”, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები_ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი. Read more »

ასე გამოიყურება მცხეთა კოსმოსიდან…

Posted in მცხეთა--ულამაზესი ქალაქი on January 15, 2010 by mtskheta

View Larger Map

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

Posted in არქეოლოგია on January 5, 2010 by mtskheta

მისამართი: 3300, ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 54

ტელეფონი: (+995 2732) 23 60, (+995 99) 22 31 81

მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, 9.30 სთ-დან – 19 სთ-მდე

შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისთვის – 0,40 ლ., ბავშვებისთვის – უფასო, სტუდენტებისთვის – 0,10 ლ., საექსკურსიო მომსახურება – 2ლ.

აღწერა:
ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითად ნაწილს შეადგენს საქართველოს პირველი დედაქალაქის -მცხეთისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, შემთხვევით მონაპოვარი და შეძენილი მოძრავი ძეგლები (ქრონოლოგიური ჩარჩოები: ძვ.წ. აღ. IV ათასწლეული – ახ. წ. X-XII სს.), საფონდო მასალიდან გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი კოლექცია: ბრინჯაო ადრერკინის ხანის ლითონმქანდაკებლობისა და სამეთუნეო ნაწარმის ძეგლები, ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები. ცალკე აღსანიშნავია გვიანანტიკური ხანის ბერძნულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები არმაზციხიდან და ანტიოქიის ტაძრის ტერიტორიიდან.

Read more »

ბებრისციხე

Posted in ისტორიული ძეგლები on January 2, 2010 by mtskheta

ბებრისციხე, ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში, მცხეთის ჩრდილოეთით. კეტავდა არაგვის ხეობაში შემავალ გზას. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტისციხეს უწოდებს. კედლები თითქმის თანაბარი ქვებითაა ნაშენი. ციხის მთავარი ნაწილი იყო ციტადელი, რომელსაც სამხრეთით ვრცელი სამკუთხა ეზო ეკვროდა, სამივე კუთხესა და გალავნის ბოლოში კოშკები იყო აღმართული. ბებრისციხის მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ფენები.ბებრისციხე1

Read more »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.